აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის არმია უძლეველია და ეს საკითხი საკამათო არ არის.
„ვერავინ დაგვმარცხებს, ვერავინ... ჩვენ ეს [კონფლიქტი] არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა განხილვები“, - განაცხადა ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანას ჰყავს დედამიწაზე ყველაზე ძლიერი, დახვეწილი, უძლეველი და სასიკვდილო არმია.
„დიდი ხანია, ვამბობ ამას. ჩვენ ვერავინ დაგვესხმება თავს. დიდი ხანია, მიღებულია, რომ აშშ-ს აქვს უპირატესი სამხედრო ძალა დასავლეთ ნახევარსფეროში“, - თქვა ტრამპმა.