უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს პარიზში „მსურველთ კოალიციის“ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა.
ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი თავდაპირველად ემანუელ მაკრონთან ცალკე შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და დონალდ ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს.
„მსურველთა კოალიცია“ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე [თბილისის დროით 18:00 საათაზე] შეიკრიბება, ყველა გამოსვლა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
თბილისის დროით 21:15 საათზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საფრამგეტის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტ კირ სტარმერისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საღამოს ასევე გაიმართება ცალკე შეხვედრა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდსა და ამერიკულ დელეგაციას შორის.