დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა. კარაკასში, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე როდრიგესის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
„ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი, ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით, ფიცი დავდოთ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა როდრიგესმა.