არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება. უბრალოდ საკითხი იმაშია, გადარჩება თუ არა საქართველო, სანამ ივანიშვილი ჯერ კიდევ თავზე აზის მას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს,
"მადუროს ჰქონდა უფრო მეტი ფული ვიდრე ივანიშვილს. მადურო მე-14 წელი იყო ხელისუფლებაში, ისევე როგორც ივანიშვილი. მადუროც იჭერდა ოპოზიციონერებს, ისევე როგორც ივანიშვილი.
მადუროც ასუსტებდა ოპოზიციას, როგორც ივანიშვილი. ოპოზიცია იქაც ძალიან დაქსაქსული იყო და სულ გამოდიოდა ქუჩაში.
მადუროსაც ჰქონდა რკინის ბუნკერი, ისევე როგორც ივანიშვილს აქვს ძაბრის ფორმის რკინის ბუნკერი სოლოლაკის სასახლის ქვეშ. მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც.
არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება. უბრალოდ საკითხი იმაშია, გადარჩება თუ არა საქართველო, სანამ ივანიშვილი ჯერ კიდევ თავზე აზის მას", - წერს სააკაშვილი.