შვეიცარიის მთავრობამ ნიკოლას მადუროს და ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ყველა აქტივი გაყინა.
ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ორშაბათს, 5 იანვარს მიიღო, ვენესუელის მოქმედი მთავრობის წევრებზე არ ვრცელდება.
„თუ მომავალი სასამართლო პროცესები დაადგენს, რომ თანხები უკანონოდ იქნა მოპოვებული, შვეიცარია ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ ისინი ვენესუელის ხალხის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
შვეიცარიამ ასევე აღნიშნა, რომ აქტივების გაყინვა ვენესუელის წინააღმდეგ 2018 წლიდან მოქმედი სანქციების დამატებითი ზომაა.
აქტივების გაყინვა ძალაში 5 იანვარს შევა და ოთხი წლის განმავლობაში დარჩება ძალაში შემდგომ შეტყობინებამდე.