ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა, რომელიც აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, მსოფლიოს და აშშ-ს მიმართა. ვაშინგტონის მიმართ როდრიგესის ტონი შეცვლილია. იუწყება CNN
მისი განცხადებით, აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
დელსი როდრიგესმა მიმართა პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
„პრეზიდენტო ტრამპ, ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელის გზავნილი ახლა. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“ , - განაცხადა როდრიგესმა.
მანამდე მან მკაცრად დაგმო აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს შესაპყრობად განხორციელებული ქმედებები.
კვირას, დონალდ ტრამპმა დელსი როდრიგესი გააფრთხილა, რომ თუ სწორად არ მოიქცევა დიდი ფასს გადაიხდის.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა უფრო დიდს, ვიდრე მადურო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა The Atlantic-ს სატელეფონო ინტერვიუში.
.