აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა რუსეთის მტკიცების, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება Reuters
„მე არ მჯერა, რომ ასეთი დარტყმა მოხდა. რაღაც მოხდა ახლოს, მაგრამ მას ამასთან არაფერი საერთო არ ჰქონია,“- განაცხადა რეამპმა.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს, პუტინმა ტრამპს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ნოვგოროდის ოლქის სოფელ დოლგიე ბოროდი, მის რეზიდენციას თითქოსდა უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ თავდასხმა შესაძლოა არც ყოფილა.