ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეტენზია გრენლანდიაზე ნამდვილად აქვს. ეს განცხადება მან ამერიკულ გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გრენლანდია, აბსოლუტურად გვჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდია რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული და შეერთებულ შტატებს ის თავდაცვისთვის სჭირდება.
შეგახსენებთ, ტრამპმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი სწორად არ მოიქცევა დიდი ფასს გადაიხდის.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა უფრო დიდს, ვიდრე მადურო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა