2 იანვარს ხარკოვზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი იუწყება.
„ხარკოვში, მტრის თავდასხმების ადგილას, კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის ფრაგმენტები იპოვეს,“ - განაცხადა სინეგუბოვმა.
უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ რუსული დარტყმის შედეგად მეხუთე დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
2 იანვარს, რუსებმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყეს, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.