2 იანვარს ხარკოვზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
„პარასკევს მომხდარი აფეთქებების ადგილას კიდევ ერთი ცხედრის ფრაგმენტი იპოვეს. ამით პარასკევს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა“, - განაცხადა ტერეხოვმა.
2 იანვარს, რუსებმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყეს, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.