თვითმფრინავი, რომელშიც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ნიუ იორკში, სტიუარტის ეროვნული საჰაერო გვარდიის ბაზაზე დაეშვა. - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ვენესუელის ლიდერს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წაუყენებენ.
CNN-ის ცნობით, მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის ფედერალურ საგამოძიებო ცენტრ Metropolitan Detention Center-ში გადაიყვანეს, მას შემდეგაც, რაც ვერტმფრენით მანჰეტენზე აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შტაბ-ბინაში გადაიყვანეს, საიდანაც სამართალდამცავი ორგანოების მანქანების კოლონით დაწესებულებამდე მიიყვანეს.
თეთრი სახლის ოფიციალურმა გვერდმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, სავარაუოდ მადურო ჩანს.
ვიდეოს აქვს წარწერა: „დამნაშავე წავიდა“.