დონალდ ტრამპი „არ არის აღფრთოვანებული“ ვლადიმერ პუტინით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების სურვილის არარსებობის გამო.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ მას პუტინთან ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს ბედი არასდროს განუხილავს.
„მე პუტინით აღფრთოვანებული არ ვარ, ის ძალიან ბევრ ადამიანს კლავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი არასდროს მოხდებოდა, ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
„ეს ომი მე მემკვიდრეობით მივიღე; ეს იყო ბაიდენი, ზელენსკი და პუტინი. ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი და სრული არეულობა იყო. ჩვენი ხალხი რომ ჩართულიყო, ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდებოდა“, - თქვა ტრამპმა.