აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში შევლენ.
„ჩვენი ძალიან დიდი აშშ-ის ნავთობკომპანიები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, შევლენ, მილიარდობით დოლარს დახარჯავენ, მძიმედ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ნავთობის ინფრასტრუქტურას შეაკეთებენ და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ,“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენის საფასურს ამერიკული ნავთობკომპანიები დაფარავენ.
„ჩვენ ვაპირებთ [ვენესუელის] ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენას, რაც მილიარდობით დოლარი დაჯდება. დაფინანსება პირდაპირ ნავთობკომპანიების მიერ განხორციელდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.