აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს ვენესუელაში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ მედიასაშუალებები იუწყებიან.
ასევე ინფორმაციას X-ზე ავრცელებს CBS News-ის ჟურნალისტი ჯენიფერ ჯეიკობსი
„აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაში არსებულ სამიზნეებზე, კერძოდ, კი სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ შაბათს დილით პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ კამპანია გააძლიერა“. - წერს ჟურნალისტი.
მანამდე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დღეს დილით ადრე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ცნობილი იყო აფეთქებებისა და ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში თვითმფრინავების ფრენის შესახებ.
ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.