შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთით, სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში, ბარში მომხდარი აფეთქების შედეგადათობიტ ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. იტყობინება Sky News.
ამასთან, შვეიცარიული მედიის ცნობით, დაღუპულია 40-მდე ადამიანი, ხოლო დაშავებულია 100-მდე. თუმცა პოლიცია ზუტს რაოდეობას არ ასახელებს.
აფეთქება მოხდა ბარ Le Constellation-ში, სადაც ახალი წლის ღამეს აღნიშნავდნენ. წერს Reuters.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:30 საათზე მოხდა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, იმ დროს შენობაში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქებამ დაწესებულებაში ხანძარი გამოიწვია.
პოლიციის ცნობით, ბარში მომხდარი აფეთქება თავდასხმის ან ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილება.