1-ელ იანვარს შვეიცარიამ გადაიბარა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარეობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ამის შესახებ ეუთო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სექტემბერში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა, გამოკვეთა ქვეყნის პრიორიტეტები ეუთო-ს 2026 წლის თავმჯდომარეობისთვის, ხაზი გაუსვა მშვიდობას, დიალოგს, ინოვაციას და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.
„ევროპაში მიმდინარე ომის პირობებში, შვეიცარია ერთგულია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალსა და ჰელსინკის პრინციპებზე. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მედიაციის გამოცდილებას დიალოგის, ნდობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად“, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.