რუმინეთი PURL-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ განაცხადა.
მისი თქმით, რუმინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეუერთდეს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ აშშ-ის წინადადებას „უკრაინის თავდაცვისთვის პრიორიტეტული სიის“ შესახებ, 50 მილიონი ევროს შენატანის განხორციელებით, სხვა ევროპელ მოკავშირეებთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას.
„რუმინეთის წვლილი PURL-ში ხელს შეუწყობს უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევას მისი შესაძლებლობების გაძლიერების გზით. რუმინეთის მონაწილეობა აშშ-ის ხელმძღვანელობით PURL-ის მექანიზმში პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას და სრულად შეესაბამება რუმინეთის ვალდებულებებს ნატო-ს ფარგლებში და მის სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან“, - დასძინა ტოიუმ.