"ქართული ბრენდის დღე 2025" ტრადიციულად პომპეზურად ჩატარდა. გამარჯვებულები ექვს ძირითად ნომინაციაში - "ლიდერი", "რეპუტაცია და ნდობა", "წარმატებული ახალი ბრენდი", "წარმატებული ტელეპროექტი", "წარმატებული ლიტერატურული პროექტი" და "ბრენდ-პერსონა" - გამოვლინდნენ.
სცენაზე ერთმანეთს რჩეული კომპანიები, მუსიკოსები და დიზაინერები ცვლიდნენ, რომელთა კოლექციაც "ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს" მოდელებმა წარადგინეს. განსაკუთრებული ოვაციით მაყურებელი მომღერალ ნათია თოდუას გამოჩენას შეხვდა, რომელმაც მისი ჰიტად ქცეული "მაგნოლია" შეასრულა. ის სპეციალურად "ქართული ბრენდის დღის" ჯილდოს მისაღებად გერმანიიდან ჩამოვიდა. დარბაზში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა მუსიკოს ვანიანო ხაჩიძის ვირტუალურმა შესრულებამ აკორდეონზე, ხოლო კომპოზიტორ ნანა მესხის ბრენდად ქცეულმა სიმღერებმა დარბაზი აამღერა. მაყურებლის აღტაცება გამოიწვია ევროპაში ცნობილი მხატვრის, ამირან კუპრას ეკრანზე გამოსახულმა ნამუშევრებმა. კულმინაცია ბრენდ-პერსონის დაჯილდოება გახლდათ. "ქართული ბრენდის დღე 2025"-ის ბრენდ-პერსონა ცეკვის ჯადოქარი, ანსამბლი "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი, ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე გახდა.
ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში ჯილდოვდება წლის გამორჩეული ტელეპროექტები. 2025 წლის წარმატებულ ტელეპროექტებად „პირველი არხის“ მეგაშოუ "ხალხური", "იმედის“ გადაცემა "შემდეგი გაჩერება" და "რუსთავი 2"-ის ყველაზე გემრიელი შოუ "შეფების ლიგა" დასახელდა.

ღონისძიების ფარგლებში 27 ნომინანტი დაჯილდოვდა. "ქართული ბრენდის დღე 2025" გამარჯვებულები არიან:
ნომინაცია „ლიდერი“
1. ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“
2. სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“
3. „ქალთა ბედნიერება“
4. წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“
5. რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“
6. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი
7. „ნატალი ჯგუფი“
ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“
8. „ანდრონიკაშვილის მარანი“
9. კლინიკა „ჯერარსი“
10. „ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტო“
11. საკონდიტრო „ასორტი“
12. პროექტი „ზღვაური“
13. ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი ელენა ვარაზი
14. მუსიკოსი ნათია თოდუა
15. კომპოზიტორი ნანა მესხი
16. ბრენდი „ვანიანო ხაჩიძე“
ნომინაცია „წარმატებული ახალი ბრენდი“
17. სასტუმრო „გისტოლა“
18. ბრენდი „ესაია“
ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“
19. გადაცემა „შემდეგი გაჩერება“
20. მეგაშოუ „ხალხური“
21. ტელეშოუ „შეფების ლიგა“
ნომინაცია „წარმატებული ლიტერატურული პროექტი“
22. ფესტივალი „ზე-კართან“
ნომინაცია „ბრენდ-პერსონა“
23. ფრიდონ სულაბერიძე
ასევე დაჯილდოვდნენ:
24. სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის
25. ამირან კუპრა კულტურულ-საგანმანათლებლო ინოვაციური პროექტისთვის „წითელი აივანი“
26. ბაზიერთა კავშირი უძველესი ტრადიციული დარგის აღდგენა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
27. ნინო მუსერიძე დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის



