საქართველო პრაქტიკულად გადაიქცა რუსული კრიმინალური სამყაროს უკანა ეზოდ / პერიფერიად, - ამის შესახებ პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცქიტიშვილი ეხმიანება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებას ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე.
"საქართველო პრაქტიკულად გადაიქცა რუსული კრიმინალური სამყაროს უკანა ეზოდ / პერიფერიად.
ეს როლი საბჭოთა პერიოდშიც კი არ ჰქონია საბჭოთა საქართველოს.
პროკურატურისა და შსს-ს მიმართ ნდობის სრული დეფიციტის პირობებში, მათი ოფიციალური ვერსიაც კი ძალიან საეჭვოა.
მაგრამ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ არის:
მაშინ, როდესაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ოთარ ფარცხალაძეს ბრალი დასდო რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ქმედებაში და დაასანქცირა, ივანიშვილი და მთელი სახელმწიფო აპარატი — მათ შორის განსაკუთრებით ჩხარტიშვილი–თურნავას ხაზით ეროვნული ბანკი — ფაქტობრივად მისი დამცველი გახდა. სიანმდვილეში გადმოიფორმეს და სანქციებს აარიდეს ის ფინანსური რესურსი რომელიც ფორმალირად რარცხალაძეს ხელში იყო მაგეამ სინამდვილეში ივანიშვილს ეკუთვნოდა!
მხოლოდ მას შემდეგ,
რაც ფარცხალაძე გახდა რუსული კრიმინალური სამყაროს სამიზნე
(ქართული წარმოშობის კრიმინალები სწორედაც რომ რუსული კრიმინალური სამყაროს ნაწილია),
ოთარ ფარცხალაძეზე ძებნა მარტივად გამოცხადდა.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობა არ არის უბრალოდ კიდევ ერთი მძიმე დანაშაული. რუსული საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალებიდან იკვეთება, რომ საქმე გვაქვს:
რუსეთში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენის სფეროებისა და ტერიტორიების გადანაწილებასთან,
ხოლო საქართველო, და ეს მკვლელობა, გახდა ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკული აღსრულების ადგილი.
ამ მკვლელობის შედეგად:
შეიცვალა კრიმინალური სამყაროს იერარქია როგორც რუსეთში, ისე საქართველოში;
გადანაწილდა „შავი ფულის“ წყაროები;
გაგრძელდა გადაზიდვები საქარატველოს ტერიტორიებია გავლით, რომლებიც თითქოს შუა აზიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ რეალურად რუსეთს ეხმარება სანქციების თავიდან არიდებაში;
კვლავ ფუნქციონირებს ქოლ-ცენტრები, რომელთაგან არც ერთი არ გამოუვლენიათ ეგრედ წოდებული "კორუფციასთან ბრძოლის" ფარგლებში.
ეს პროცესი აჩვენებს, რომ ივანიშვილმა არა მხოლოდ ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია შეცვალა, არამედ საქართველო აქცია რუსული კრიმინალური სამყაროს პერიფერიად
და უპრეცედენტოდ გაზარდა რუსეთის გავლენა ქვეყანაში.
და თავადაც იქცა რუსული პოლიტიკური და კრიმინალური საშუალო რგოლს დაქვემდებარებულ რეგიონალურ ფეოდალად!" - წერს დიმიტრი ქიტიშვილი.