კვირას, ნიუ-ჯერსის სამხრეთით ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, Enstrom F-28A და Enstrom 280C ტიპის ვერტმფრენები ადგილობრივი დროით დილის 11:25 საათზე ჰამონტონის მუნიციპალურ აეროპორტთან ახლოს ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა.
განცხადების თანახმად, შეჯახების დროს ვერტმფრენებში მხოლოდ პილოტები იმყოფებოდნენ.
„ვერტმფრენები ჰამონტონში მინდორში ჩაცვივდა. ორივე დაშავებული ტრავმატოლოგიურ ცენტრში ვერტმფრენით გადაიყვანეს“, - განუცხადა ჰამონტონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა შონ მაკრიმ CNN-ს.
მაკრის თქმით, ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა გული გაუერდა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაჰყავდათ.