უკრაინამ და რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცახდებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.
სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ელექტროგადამცემ ხაზზე მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით კიდევ ერთ ადგილობრივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა.
„ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ჯგუფი აკვირდება სარემონტო სამუშაოებს, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება, სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე ძალისხმევის ფარგლებში.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მადლობას უხდის ორივე მხარეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურის გამანაწილებელ პუნქტებს შორის ელექტროენერგიის გადაცემის აღსადგენად ამ ახალ დროებით „მშვიდ პერიოდზე“ დათანხმებისთვის, რაც აძლიერებს ბირთვულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, 2022 წლის 4 მარტიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არაერთხელ განიცდიდა სრულ და ნაწილობრივ გათიშვას. ამ გათიშვებმა განაპირობეს საავარიო დიზელის გენერატორების და უსაფრთხოების სისტემების გააქტიურება, რომელთა გაუმართაობამ შესაძლოა გამოიწვიოს საგანგებო სიტუაცია.
ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელსაც ექვსი 1 გიგავატი სიმძლავრის ბლოკი აქვს, ელექტროენერგიას 2022 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აღარ გამოიმუშავებს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი მნიშვნელოვანია უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვაშინგტონი გამოდის შეთავაზებით, რომ ზაპოროჟიეს ოლქის ამჟამად ოკუპირებულ ქალაქ ენერჰოდარში მდებარე ელექტროსადგური ერთობლივად მართონ შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რუსეთმა 33%:33%:33%-იანი წილებით.
თუმცა, უკრაინა სთავაზობს, რომ სადგური აშშ-სა და უკრაინას შორის 50:50 თანაფარდობით ერთობლივი საწარმოს მიერ იმართოს. რუსეთს კი მსგავსი ერთობლივი მართვა შეერთებულ შტატებთან სურს.