კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, უკრაინის დედაქალაქის დარნიცის რაიონში 27 დეკემბრის დილით დრონის ნამსხვრევები 24-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ასევე ცეცხლი გაჩნდა18-სართულიან და10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებში.
ასევე მძვინვარებს ხანძარი 24-სართულიან შენობის ზედა სართულზე.
ცეცხლი გაჩნდა კიევში დნიპროს რაიოშნი 18-სართულიანი კორპუსის ზედა სართულებზეც.
ნანგრევების ქვეშ ერთ ადამიანს ეძებენ.
დარნიცის რაიონში რამდენიმე კერძო სახლი იწვის.
არსებობს ახლომდებარე მოხუცებულთა თავშესაფარზე ხანძრის გავრცელების საფრთხე, საიდანაც მაშველებმა 10 ადამიანი გაიყვანეს.
ასევე დრონის ნამსხვრევების ჩაცვენის შედეგად იწვის რამდენიმე ავტომობილი.
ხანძარია შევჩენკოს რაიონში, 10-სართულიანი კორპუსის ზედა სართულზე.
კიევში 27 დეკემბრის ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანია დაშავებული.
კიევის მესამედი გათბობის და ქალაქის მარცხენა სანაპიროს ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.