კიევში, 27 დეკემბრის ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. კიევისჰოლოსიევსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„დედაქალაქზე მტრის თავდასხმის შედეგად ოთხმა დაშავებულმა ექიმებს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა. სამი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა“, - აღნიშნა კლიჩკომ. მისი თქმით, ხანძარი ჰოლოსეევსკის რაიონშია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ავტოგასამართ სადგურზე გაჩნდა.
გარდა ამისა, ობოლონსკში, ნამსხვრევების ჩამოცვენა დაფიქსირდა.
ნამსხვრევები ასევე დესნიანსკის რაიონში ღია ადგილას დაეცა.
კლიჩკომ მოგვიანებით განმარტა, რომ დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
„დედაქალაქში უკვე ხუთი დაშავებულია. ოთხი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი,“ - განაცხადა კლიჩკომ.