რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა, რომ უკრაინის მიერ გამოქვეყნებული 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შეერთებულ შტატებთანაა შეთანხმებული, რადიკალურად განსხვავდება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმებებისგან.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს გეგმა რადიკალურად განსხვავდება - თუ მას საერთოდ შეიძლება ეწოდოს გეგმა - იმ 27 პუნქტისგან, რომლებზეც ამერიკულ მხარესთან ერთად დეკემბრის დასაწყისიდან, ბოლო კვირების განმავლობაში ვმუშაობდით“, - თქვა მან.
რიაბკოვმა განაცხადა, რომ შაბათ-კვირას ფლორიდაში რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის გამართული შეხვედრების სიღრმისეული ანალიზი უნდა ჩატარდეს.
„მაგრამ ანკორიჯის მიერ დადგენილ ჩარჩოებში დარჩენის პოლიტიკური ნება ჩვენთვის არა მხოლოდ ძირითადი, არამედ აუცილებელია. ჩვენ ამ საზღვრებს ვერ გავცდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არა მხოლოდ არასტაბილური შეთანხმება იქნება - უბრალოდ არანაირი შეთანხმება არ იქნება“, - თქვა მან.
როგორც ცნობილია, 24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირზელენსკიმ პირველად წარადგინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“.