ჩერნიჰივში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. ასევე დაიღუპა ერთი ადამიანი.
ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ადგილზე გახსნილია „უძლეველობის ცენტრი“, სადაც ადგილობრივები შესაბამის დახმარებას იღებენ
შეგახსენებთ, ჩერნიჰივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონი დაეჯახა.