რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის.
„ვარაუდი, რომ ტრამპთან საუბარი დღეს შედგება, შეუძლებელია. ეს საუბარი დღეს არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის,“ - განაცხადა პესკოვმა.