რომის პაპმა ლეომ რუსეთს სამშვიდობო ზავისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters იუწყება
„ერთ-ერთი რამ, რაც დიდ მწუხარებას იწვევს, არის ის, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, უარი თქვა ზავზე. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კეთილი ნების ადამიანებს, პატივი სცენ შობას, როგორც მშვიდობის დღეს. შესაძლოა, მოგვისმინონ და სულ მცირე 24 საათის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს“, - განუცხადა პაპმა ჟურნალისტებს.
გასულ კვირას კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად უარყო გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მოწოდება შობის პერიოდში ომში შესაძლო ზავის შესახებ.
„ჩვენ მშვიდობა გვინდა. ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, რათა უკრაინას შესვენება მიეცეს და ომის გაგრძელებისთვის მოემზადოს“, - განაცხადა პესკოვმა.