მოსკოვში გუშინ ღამით ააფეთქეს ორი პოლიციელი, რომლებიც იმ ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ფანილ სარვაროვის ავტომობილი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Sota ავრცელებს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ გუშინ ღამით, მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე, პოლიციის მანქანასთან საეჭვო კაცი შენიშნეს.
როდესაც პოლიცელები მას დასაკავებლად მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
მიღებული ჭრილობების შედეგად ორი პოლიციელი და ეჭვმიტანილი დაიღუპნენ.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
22 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი იმყოფებოდა. ის დაიღუპა. რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ სარვაროვი მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის ასევე მონაწილეობდა ჩეჩნეთსა და სირიაში სამხედრო ოპერაციებში.