გრენლანდია გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის, დანია კი ამის გარანტია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი წერს.
მაკრონის განცხადებით, ივნისში გრენლანდიაში ვიზიტის დროს დაადასტურა, რომ დანიისა და გრენლანდიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევია.
„სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ევროპელების განცხადებებს ვუერთდები“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ამასთან, დღეს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.