აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ არ ახორციელებს ზეწოლას კიევზე, რათა გააფორმოს შეთანხმება ომის დასასრულებლად, რასაც უკრაინული მხარე მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ The Wall Street Journal
ტრამპის გუნდის ანონიმური წარმომადგენლების თქმით, ადმინისტრაციას სურს მიაღწიოს ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და დაიცავს მას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიუთითებს, რომ ვაშინგტონი კიევის ღალატს არ აპირებს.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სადავო საკითხებია, თუ რომელი ტერიტორიები უნდა დაუთმოს უკრაინამ რუსეთს სამშვიდობო გეგმის ფარგლებში; შეძლებს თუ არა უკრაინა ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას და როგორ შეიძლება ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუნქტი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ, მოქმედი გეგმიდან ამოღებულია, თუმცა საკითხი საერთოდ არ არის წამოჭრილი.
ახლა დგას საკითხო - როგორ უნდა მოხდეს იმის უზურუნველყოფა, რომ რუსეთმა მომავალში ომი არ განაახლოს და უკრაინის ახალი ნაწილების დაპყრობა არ სცადოს.
ბევრმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა პირად საუბრებში განაცხადა, რომ რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების მოგვარებას შეიძლება კვირები ან თვეები დასჭირდეს, თუ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება.
„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელებს სწრაფი შედეგები სურთ. მეორეს მხრივ, განსახილველი საკითხების სირთულის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეგვიძლია სწრაფი შედეგების მიღწევა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.