აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან ახლოსაა“ და მისი დასრულება ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული: დონბასის მომავალზე და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, რომელიც თანამდებობას იანვარში დატოვებს, დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის მოგვარების მცდელობებამდე „ბოლო 10 მეტრია“, რაც, მისი თქმით, ყოველთვის ყველაზე რთულია.
მისი თქმით, ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხია ტერიტორია - პირველ რიგში დონბასის მომავალი - და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს.
„თუ ამ ორ პრობლემას მოვაგვარებთ, ვფიქრობ, დანარჩენი საკითხებიც საკმაოდ კარგად მოგვარდება. ჩვენ ნამდვილად ახლოს ვართ“, - თქვა კელოგმა.