ჰელსინკის კიმისიის რამდენიმე კონგრესმენის თუ სენატორის ადგილზე, სხვა ქვეყნებში ქიმიურ, თუ ბირთვულ იარაღზე აქცენტირებას ფრთხილად მოვეკიდებოდი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„მათ ადგილას ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი მსგავსი ტიპის განცხადებებს. ეს ეხებათ ჯო უილსონს, კოენს და კიდევ ერთ სენატორს, რომელიც ამ განცხადებას შეუერთდა. მოუწოდებენ მსოფლიოს, შესულიყვნენ ერაყში, თურმე ერაყს ბირთვული იარაღი ჰქონდა. ეს ბირთვული იარაღი სად არის? ეს კინო ნანახი გვაქვს. ამ ადამიანებისგან იგივე ტყუილი და სისულელე გვესმის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: "ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია... მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობასა და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დააწესონ პასუხისმგებელ პირებზე".