რუს-ქოცი პროპაგანდისტები ტირაჟირებენ ინფორმაციას, თითქოს რეზოლუცია, რომლის შესახებაც მე ვსაუბროდი სტამბოლიდან, საერთოდ არ იქნა მიღებული, ამის შესახებ "ნავიონალური მოძრაობის" თავმჯდომარენ თინა ბოკუჩავამ ბრიფიმგზე განაცხადა.
მან წარმოადგინა ვიზუალური მასალაც და აღნიშნა, რომ რეზოლუცია რეალურად მიღებულია ეუთოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის, მიერ, სადაც პირველად გაჩნდა მოთხოვნა საქართველოს მასშტაბური კორუფციისა და ფულის გათეთრების საერთაშორისო გამოძიებაზე.
"მინდა, გამოვეხმაური იმ რუს-ქოცურ პროპაგანდისტულ ისტერიას, რომელსაც ადგილი ჰქონია რამდენიმე დღის განმავლობაში მაშინ, როდესაც მე ვიმყოფებოდი სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
რუს-ქოცი პროპაგანდისტები ტირაჟირებენ ინფორმაციას, თითქოს რეზოლუცია, რომლის შესახებაც მე ვსაუბროდი სტამბოლიდან, საერთოდ არ იქნა მიღებული. გასაგებია, რომ რუს-ქოცების რიგებში წერა-კითხვის პრობლემაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის მე მინდა, კიდევ ერთხელ წარმოვადგინო სიმართლე და მათ შორის აღნიშნულის დემონსტრაცია მოვახდინოთ ვიზუალური მასალით, რათა მათ იცოდნენ სიმართლე და ისინი არ გახდნენ რუს-ქოცური დეზინფორმაციის მსხვერპლნი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში პერმანენტულად ვრცელდებოდა.
18 ნოემბერს გავაკეთე განცხადება სტამბოლიდან, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ვესწრებოდი, რომ ამავე ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფმა, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ამ ასამბლეაში, მიიღო რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე ავტოკრატიულ პროცესებზე.
გამოსახულებაში ხედავთ ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას აღნიშნული შეხვედრის შესახებ 18 ნოემბერს სტამბოლში, რომელსაც ამ ჯგუფის პრეზიდენტი, ავსტრიელი პარლამენტის წევრი გუდრუნ კუკლერი ხელმძღვანელობდა.
მეორე გამოსახულებაში ხედავთ ინფორმაციას უშუალოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფის მიერ რეზოლუციის მიღების შესახებ.
მესამე გამოსახულებაში ხედავთ ოფიციალურ ბმულს აღნიშნული რეზოლუციის ტექსტს.
რეზოლუციის ტექსტი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა რეჟიმისთვის და ამან გამოიწვია სწორედ ეს პროპაგანდისტული ისტერია, რომელისაც ტირაჟირებენ "იმედი", "პოსტ ტვ" და "რუსთავი 2" რამდენიმე დღის განმავლობაში.
რატომ გახდა ეს პროპაგადისტული ისტერიის საგანი? იმიტომ, რომ ამ რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ეუთოს წევრი სახელმწიფოები ევროპის სახალხო სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფიდან მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები, როგორიც არის ევროპის საბჭოს გრეკო და მანივალი იმისთვის, რომ გამოძებულ იქნას ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული სქემები, რაც მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ რეჟიმზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზნით.
რეჟიმს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად სწორედ ფინანსური სანქციების ეშინია, იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი რამ, რასაც ის უფრთხილდება და იცავს ეროვნუნლი ინტერესებისგან განსხვავებით, სწორედ მისი ფულია და ამაზე მეტყველებს მათ შორის ის კრედიტ სვისთან არსებული დავა, სადაც ის 607 მლნ-ს ითხოვს და ამის გამო მთელი ქვეყანა ტყვედ ჰყავს აყვანილი.
ამან გამოიწვია ეს პროპაგანდისტული ისტერია. ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს. სიმართლე არის ის, რომ როდესაც ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს შოპინგში ხარჯავდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს კონკრეტული საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედებას კორუფციული სქემების შესწავლის მიზნით, რაც შემდგომ გახდება საფუძველი ფინანსური სანქციების დაწესების რეჟიმის და მისი წევრების მიმართ.
ომის საკუთარ ქვეყანაზე დამბრალებლებისგან, ბუნებრივია, არ მიკვირს ჩემთვის ამ და ბევრი სხვა სიცრუის დაბრალება, მაგრამ ამავდროულად, მივიჩნევ, რომ მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველა პროპაგანდისტულ ტყუილზე, დიდზე თუ პატარაზე, მნიშვნელოვანზე თუ უმნიშვნელოზე, ეროვნულზე თუ პიროვნულზე, ჩვენ გავცეთ პასუხი. ვუპასუხოთ რუს-ქოცების სიცრუეს ყოველ ჯერზე. ვუპასუხოთ სიმართლით, რადგან მხოლოდ სიმართლით გავიმარჯვებთ ამ მატყუარა და მართლაც უსამშობლო მანქურთებზე, - განაცხადა თინა ბოკუჩავა.