შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინი საკითხებში კიტ კელოგი თანამდებობას ტოვებს.
Reuters-ის ინფორმაციით, კელოგის თანამდებობას 2026 წლის იანვარში დატოვებს. გავრცელებული ცნობით, კელოგმა ამის შესახებ თავის ნდობით აღჭურვილ პირებს აცნობა.
პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დროებითი თანამდებობაა, რომლის ვადა 360 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა ამ ვადის გაგრძელება სენატის თანხმობით შესაძლებელია.
როგორც იუწყებიან, პენსიაზე გასული გენერალ-ლეიტენანტის წასვლა კიევისთვს დანაკარგი იქნება, რადგან იგი ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის მთავარ მხარდამჭერად მიიჩნეოდა.
კელოგი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებს უფრო მკაცრად და ხმამაღლა გმობდა, ვიდრე ამჟამინდელი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
მედია ასევე იუწყება, რომ კიტ კელოგი წინააღმდეგობაში იყო პრეზიდენტის კიდევ ერთ სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, რომელიც უკრაინის ტერიტორიული დათმობების საკითხში ახალ სამშვიდობო გეგმას ემხრობა.
ერთი დღით ადრე, Reuters-მა და რამდენიმე სხვა დასავლურმა მედიასაშუალებამ გაავრცელეს ინფორმაცია ვაშინგტონის ახალი სამშვიდობო გეგმის თაობაზე, რომელიც უკრაინისგან ქვეყნის აღმოსავლეთით ტერიტორიების დათმობას, შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას და გარკვეული ტიპის იარაღზე უარის თქმას მოითხოვს.
Reuters-ის წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა ნათლად განუმარტა ზელენსკის, რომ კიევი უნდა დაეთანხმოს აშშ-ის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან გეგმას.