29 ნოემბერს, 12სთ-ზე თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ჩატარდება რაიონული ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თიანეთის რაიონული ორგანიზაცია" და დაბა თიანეთის მკვიდრი, საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში მინდია ფეტვიაშვილი. ღონისძიებას მხარს დაუჭერენ საქართველოს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი ჯილდოები, თასები და სერთიფიკატები, I - და II ადგილებზე გასულებს კი გადაეცემათ ფულადი პრემია შესაბამისი ჯილდოები, ხოლო გარდამავალ თასს გადასცემს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თიანეთის რაიონული ორგანიზაცია".