2009 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პროკურატურამ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად გამწვანების აქცია მოაწყო. პროკურორებმა და მოზარდებმა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ცაცხვი დარგეს.
გამწვანების აქციაში პროკურირებთან ერთად იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც `საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტში არიან ჩართული.
საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აქციაში მარტო პროკურორები არ მონაწილეობდნენ. `დღეს ჩვენ მარტო არ ვართ, ნერგების დასარგავად ბავშვებთან ერთად მოვედით. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივას პროკურორები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად გამოვეხმაურეთ და ამით გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის გამწვანების პროცესში~, განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
თბილისსა და მის შემოგარენში თორმეტი მოციქულის სახელზე წელიწადში თორმეტი ხის ნერგის დარგვის იდეა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს ეკუთვნის.
გამწვანების აქცია პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ეწყობა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდ-ახალგაზრდობასთან, პროექტი მიზნად ისახავს ასევე პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, მისი გამჭვირვალეობის გაზრდას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
საქართველოს პროკურატურამ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტის განხორციელება 2006 წლიდან დაიწყო.