სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდით მოგვარებას ეხრობა, თუმცა ასევე მზადაა მთიანი ყარაბაღის მითვისების მცდელობებზე შესაბამისი რეგირება ჰქონდეს. ეს განცხადება დღეს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა გააკეთა.
"სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარებას ემხრობა, თუმცა არავის მივცემთ მთიანი ყარავაღის მითვისების უფლებას. ნებისმიერიო ასეთი მითვისების მცდელობებზე ჩვენ მზად ვართ ადეკვატური რეაგირებისათვის",_ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა დღეს ერევანში სომხეთის მმართველო პარტიის მე-13 ყრილობაზე.