მოსამართლე ნანა შამათავამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. შამათავამ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
დაკავებული ოპოზიციონერის შემდეგი პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
პატიმრობის ძალაში დატოვებას სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.