აშშ-მა მოხსნა უკრაინის მიერ ზოგიერთი შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული ძირითადი შეზღუდვა, რაც კიევს საშუალებას აძლევს, გააძლიეროს თავდასხმები რუსეთში არსებულ სამიზნეებზე. ამის შესახებ Wall Street Journal აშშ-ის ადმინისტრაციაში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის სამხედრო მდივნის, პიტ ჰეგსეტისგან ასეთი დარტყმების კოორდინაციის უფლებამოსილების გადაცემას აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარსარდალ, ალექსუს გრინკევიჩისთვის, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ნატო-ს გაერთიანებულ ძალებს ევროპაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 21 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმისას დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული Storm Shadow-ის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები ელიან, რომ უკრაინა Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებით მეტ შეტევას განახორციელებს.