რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ შედგება.
მოსკოვის უარი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, სავარაუდოდ, ბუდაპეშტში დაგეგმილ სამიტს რისკის ქვეშ აყენებს.
ამის შესახებ იუწყება Reuters დიპლომატების განცხადებებზე დაყრდნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრის სამზადისი შეჩერდა.
ევროპა მოუწოდებს ვაშინგტონს, მოითხოვოს უკრაინაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძველი ამჟამინდელი ფრონტის ხაზი უნდა იყოს.
პუტინთან შეხვედრის შესახებ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა.
თუმცა, ბუდაპეშტში შეხვედრისთვის მზადება შეჩერდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ბუდაპეშტში ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ის გაუქმდა.
ტრამპისა და პუტინის შეხვედერის სამზადისის შეჩერების შესახებ NBC News-ის ჟურნალისტმა გარეთ ჰააკემაც დაწერა.