აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის გვირგვინით არის შემკული, გამანადგურებელს, წარწერით - „მეფე ტრამპი“ მართავს და ამერიკელი მომიტინგეების მიმართ ფეკალიებს უშვებს. აღნიშნული პოსტი ტრამპის სოციალურ ქსელTruth Social-შია განთავსებული.
19-წამიანი ვიდეო სიურეალისტური სცენას ასახავს. ვიდეოში ჩანს პრეზიდენტი, რომელსაც თავზე გვირგვინი ადგას, მართავს გამანადგურებელს და ნიუ იორკის ტაიმს სკვერის მსგავს ტერიტორიაზე მყოფ მომიტინგეების თავზე ფეკალიებს ყრის.
ეს პოსტი შაბათს აშშ-ის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების - „არა მეფეებს“ შემდეგ გავრცელდა.
ორგანიზატორების თქმით, ქვეყნის მასშტაბით 2700-ზე მეტ დემონსტრაციაში თითქმის 7-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.