უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპს სთავაზობს გარიგებას, რომლის მიხედვითაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სანაცვლოდ Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიღებას ითვალისწინებს.
ზელენსკიმ ამისშესახებ პარასკევს თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის Tomahawk -ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ისინი ამერიკულ ჯარსაც სჭირდება და ამიტომ ამ საკითხს ზელენსკისთან განიხილავს.
მან საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „კიდევ ერთი ტექნოლოგიური ომია“, რომელშიც Tomahawk-ების გამოყენება „ათასობით დრონთან“ ერთად იქნება შესაძლებელი.
„აი, რამიტომ გვჭირდება Tomahawk -ი. თუმცა, შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი წარმოება აქვს და შეერთებულ შტატებს აქვს Tomahawk-ი და სხვა რაკეტები, ძალიან ძლიერი რაკეტები.
მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, შეგვიძლია გავაძლიეროთ ამერიკული წარმოება“, - დასძინა მან.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, საუბარია თუ არა Tomahawk-ის რაკეტების უკრაინულ დრონებში გაცვლაზე, ზელენსკიმ დადებითი პასუხი გასცა.
„ჩვენ გვაქვს წინადადება ჩვენი დრონების შესახებ“, - თქვა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „დაინტერესდება“ უკრაინული დრონებით.