„ქალი ქალია, კაცი კაცია“ კამპანიის ჩავარდნის შემდეგ ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციაზე აღარ საუბრობს, - ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ეს იყო იაფფასიანი პროპაგანდა.
“ალბათ, მას შემდეგ, განსაკუთრებით ჟურნალისტების ძალიან სწორი კითხვების და ძალისხმევის ფონზე ჩაუვარდათ კამპანია - ქალი ქალია და კაცი კაცია, მაშინ როდესაც უამრავი არაკაცი გამოვლინდა “რუსული ოცნების” რიგებში და საქართველოს მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ეს იყო იაფფასიანი პროპაგანდა, ეტყობა მიხვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პროპაგანდა და ამაზე საერთოდ საუბარი არ არის მათთვის მომგებიანი და ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ამ თემაზე არ ისაუბრონ. ჩვენ ვალდებულები ვართ საქართველოს მოქალაქეებს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ საფრთხის ქვეშ დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნაბიჯების გამო ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ არჩევითად და მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ