გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი „შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა“.
„ის ომის დამნაშავეა, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავე. და ჩვენ უბრალოდ ნათლად უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან. აქ ლმობიერებისთვის ადგილი არ არის“, - თქვა მერცმა.
კანცლერად არჩევბის შემდეგ, მერცმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი სერიოზულ ომის დანაშაულებსა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორიზმშ, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი დახასიათება - სიახალეა.
შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.