აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, 2 კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.
პარასკევს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვაზე, თუ რამდენ დროს მისცემდა ვლადიმირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა: „ორი კვირა და ჩვენ გავარკვევთ“.
მაღალი დონის მოლაპარაკებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ „ტანგოსთვის ორია საჭირო“.
„შემეძლო შეხვედრაზე ვყოფილიყავი, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ შეხვედრას შედეგი არ მოჰყვება, შენ იქ უნდა იყო. შეიძლება ეს სიმართლეა, შეიძლება არა.
თუ უკრაინაში ომი არ დასრულდება, 2 კვირის განმავლობაში მე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ... ვნახავთ, დავაწესებთ რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს თუ საერთოდ არაფერს გავაკეთებთ. შეიძლება, პუტინი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში მოვიწვიო. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები... თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, ვნახავ, ვისი ბრალი იქნება. თუ მიზეზები არსებობს, მე ამას გავიგებ. ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. ვნახოთ, გამართავენ თუა არა შეხვედრას. მე ვუთხარი მათ შეხვედრა გაემართათ. თუმცა, ორ კვირაში მეცოდინება, რის გაკეთებას დავაპირებ“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.