თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ყველა მხარის მონაწილეობით.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება სამშვიდობო პროცესის განვითარებას, რომ თურქეთი თავიდანვე გულწრფელად ცდილობს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას და მხარს უჭერს ყველა მხარის მონაწილეობით მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ერდოღანის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.