შვეიცარია მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იმუნიტეტი მიანიჭოს, თუ ის უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩავა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა განაცხადა. წერს Euractiv.
აღნიშნულია, რომ შვეიცარია ვალდებულია დააკავოს პუტინი, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მასზე დაპატიმრების ორდერი გასცა.
თუმცა, კასისმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტს შვეიცარიაში შესვლის უფლება მიეცემა.
„გასულ წელს შვეიცარიის მთავრობამ დაადგინა წესები, რომლებიც იმუნიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს იმ პირისთვის, რომელზეც საერთაშორისო დაპატიმრების ორდერია გაცემული“, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კასისმა დასძინა, რომ შვეიცარია სრულად მზადაა უმასპინძლოს პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას. მან ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის მრავალწლიან გამოცდილებას მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაში.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომხრეა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმoრ პუტინს შორის მოლაპარაკებები ევროპაში, შესაძლოა შვეიცარიში გაიმართოს.