ვაშინგტონში, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობისთვის - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ზე წერს.
მისი თქმით, ყარი და მდგრადი მშვიდობა აუცილებლად მოითხოვს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მინიჭებას,
«ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობისთვის - ისეთი მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინის ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას.
ასეთი მშვიდობა აუცილებლად მოითხოვს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მინიჭებას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან კონკრეტული პირობებით ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან.
ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ეს მშვიდობა არ დამყარდება“, - წერს მაკრონი.