უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტყვეების - სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების - გაცვლა მოლაპარაკებების პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.
„როგორც პირველ ლედის, ასევე შეერთებული შტატების გუნდის წევრებს ესმით, რომ ისინი ჩართულნი იქნებიან ისეთ მნიშვნელოვან, მტკივნეულ და ძალიან რთულ საკითხში, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
ჩვენ ვესაუბრეთ აშშ-ის პრეზიდენტს, ის დამეთანხმა, რომ ეს რთული სისტემაა, მაგრამ ის დამეხმარება „ყველა ყველაზე გაცვლაში. სწორედ... არა მხოლოდ სამხედრო ტყვეები, პირველ რიგში ჩვენი სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც - ჟურნალისტები, პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამაზე ვიმუშავებდით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლა შესაძლოა აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მოხდეს.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, თუმცა, ჯერჯერობით პარტნიორებმა უნდა განიხილონ, „არსებითად, ვინ რას გააკეთებს“.