თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების ევროპელი ლიდერებთან და ნატო-ს გენერალური მდივანთან გაფართოებული შეხვედრა დაიწყო.
მოლაპარაკებებს ესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
მანამდე, პირისპირ შეხვედრა გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრის დაწყებისას ზელენსკიმ და ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.